საქართველოს სამ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები დასრულდა. არჩევნები მაჟორიტარული წესით ნაძალადევის, ბაღდათისა და სამტრედიის საარჩევნო ოლქებში გაიმართა.
ნაძალადევის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის ერთმანეთს ცხრა კანდიდატი დაუპირისპირდა: თამარ კორძაია - "ბიძინა ივანიშვილი-ქართულ ოცნება"; მირზა დავითაია - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; გიორგი გუგავა - ლეიბორისტულ პარტია; კახა კუკავა - "თავისუფალ საქართველო"; გიორგი ლილუაშვილი - "მერაბ კოსტავას საზოგადოება"; გია ნემსაძე - "საქართველოს მშრომელთა საბჭო"; ხვიჩა ასანიძე – მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის; იოსებ მანჯავიძე –საინიციატივო ჯგუფი; ზვიად ჩიტიშვილი - საინიციატივო ჯგუფი;
ბაღდათის საარჩევნო ოლქში რვა კანდიდატი იყო – პაატა კიკნაველიძე - "ბიძინა ივანიშვილი-ქართულ ოცნება"; ვლადიმერ წიქორიძე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; დავით შარაბიძე – "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია"; არჩილ იოსელიანი - "საქართველოს მშრომელთა საბჭო"; ლაშა თამაზაშვილი - "თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა"; პაატა ბაკურაძე – "მოძრაობა
ბაღდათის საარჩევნო ოლქში რვა კანდიდატი იყო – პაატა კიკნაველიძე - "ბიძინა ივანიშვილი-ქართულ ოცნება"; ვლადიმერ წიქორიძე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; დავით შარაბიძე – "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია"; არჩილ იოსელიანი - "საქართველოს მშრომელთა საბჭო"; ლაშა თამაზაშვილი - "თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა"; პაატა ბაკურაძე – "მოძრაობა
სამართლიანი საქართველოსთვის"; ზურაბ მსხვილიძე - საინიციატივო ჯგუფი; რომან რობაქიძე - საინიციატივო ჯგუფი.
სამტრედიის საარჩევნო ოლქში კი არჩევნებში მაჟორიტარობის ხუთი კანდიდატი მონაწილეობდა – გიორგი კახიანი - "ბიძინა ივანიშვილი-ქართულ ოცნება"; ემზარ შუბლაძე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; მორისონ ქობულია -"საქართველოს მშრომელთა საბჭო"; ბადრი გოგელაშვილი – "თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა"; გოჩა ბაძგარაძე – "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის".
ცესკო-ს ინფორმაციით, შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 212 698-ს შეადგენდას. მათ შორის ნაძალადევში 140 892 ამომრჩეველი , ბაღდათის საარჩევნო ოლქში – 23 351, ხოლო სამტრედიის საარჩევნო ოლქში 48 455 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
რაც შეეხება საარჩევნო უბნებს, ნაძალადევში 99 უბანი იყო გახსნილი, ბაღდათში- 28, სამტრედიაში კი - 50.
საარჩევნო უბნები სამივე საარჩევნო ოლქში 07:00 საათზე გაიხსნა. ამომრჩეველთათვის ხმის მიცემა 08:00-დან 20.00 საათამდე იყო შესაძლებელი.
არჩევნების შედეგების პირველად მონაცემებს ცესკო, დაახლოებით, ღამის 12 საათზისთვის გამოაქვეყნებს.