ბათუმის პროკურატურაში, შს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროს ვალერი თელიასა და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თანამშრომლებს შორის 28 მარტს დილით მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით , საბირ ნურიევის გამოკითხვა მიმდინარეობს.
საბირ ნურიევი "ბათუმის სახლის" მეპატრონეა, რომელიც ინციდენტის დღეს ამბობდა, რომ მისი დაწესებულების ვიდეოთვალის ჩანაწერი სამოქალაქო ფორმაში გადაცმულმა პირებმა წაშალლეს.
ბათუმის პროკურატურაში, რომელიც იუსტიციის სახლის შენობაშია განთავსებული, საბირ ნურიევი დაკითხვაზე საია-ს იურისტ გიორგი ხიმშიაშვილთან ერთად იმყოფება.
როგორც გიორგი ხიმშიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საბირ ნურიევის გამოკითხვა მიმდინარეობს საია-ს განცხადებაზე ინციდენტთან დაკავშირებით, ასევე ნურიევის ავტომობილის გამო.
"მერსედესის" მარკის "ჯიპი" (ML 320) სანომრე ნიშნებით ZHZ 455, რომლითაც საბირ ნურიევი გადაადგილდებოდა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბათუმის საპატრულო პოლიციის ეზოში იდგა, თავად ნურიევი კი, ბათუმში არ იმყოფებოდა.