არასამათვარობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლებმა საარჩევნო ბიულეტენების ნიმუშებზე საყურადღებო გარემოება დააფიქსირეს.
კერძოდ, ორგანიზაციის ინფორმაციით, სამივე საარჩევნო ოლქში საარჩევნო უბნებზე გაკრული ბიულეტენის ნიმუშზე (რომელიც შეიცავს კანდიდატების ჩამონათვალს) დატანილია ტექსტი "მაჟორიტარი კანდიდატები". ცალკეული კანდიდატის საარჩევნო ნომერი მოქცეულია აღნიშნული წარწერის წრიულ მოხაზულობაში, რაც ვიზუალურად აღიქმება, როგორც აგიტაცია კონკრეტული მაჟორიტარი კანდიდატის სასარგებლოდ. შესაძლებელია, აღნიშნული გარემოება არ არის გამოწვეული მიზანმიმართული ქმედებებით, თუმცა კანდიდატებსა და დამკვირვებლებში იწვევს მაჟორიტარი კანდიდატის მიმართ მინიშნების ასოციაციას. მიგვაჩნია, რომ სანიმუშო მასალების დამზადებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსგავსვიზუალურ დეტალებს არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით.
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" 2013 წლის 27 აპრილის შუალედური საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს სამივე საარჩევნო ოლქში მობილური ჯგუფების, ოლქის დამკვირვებლებისა და 60 უბანზე მოკლევადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს.