ცსკ-მ საარჩევნო პროცესზე დამკვირვებლის სტატუსით მონაწილე 3 არაუფლებამოსილ პირს რეგისტრაცია შეუწყვიტა.
ამის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგზე ცსკ-ის სპიკერმა ეკა აზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"ბაღდათში, მე-13 ოლქში წყალტუბოს გამგებლის მოადგილე "საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრის" დამკვირვებლის სტატუსით უკანონოდ აკვირდებოდა არჩევნებს. ასევე ბაღდათის მე-12 უბანზე წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე არჩევნებს "მომავლის არჩევნების" დამკვირვებლის სტატუსით ასევე უკანონოდ აკვირდებოდა. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა სამტრედიის 38-ე უბანზე, სადაც ხონის საკრებულოს წევრი არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა – დემოკრატიული არჩევნების" დამკვირვებლის სტატუსით აკვირდებოდა არჩევნებს. ცსკ-მ ამ ფაქტებზე რეაგირება უკვე მოახდინა და აღნიშნულ პიროვნებებს დამკვირვებლის რეგისტრაცია შეუწყვიტა", - განაცხადა აზარაშვილმა.