საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, სამტრედიის #38 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით არაუფლებამოსილი პირის მონაწილეობა დაფიქსირდა.
საია-ს ცნობით, ორგანიზაციის "ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნების" სახელით დაკვირვებას ხონის საკრებულოს წევრი ლევან ბობოხიძე ახორციელებდა, რომელიც, მათივე ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი ბობოხიძის ძმა არის.