ბოსნია-ჰერცოგოვინას ფედერაციის პრეზიდენტი ჯივკო ბუდიმირი, ხელისუფლების 18 წარმომადგენელთან ერთად, პოლიციამ კორუფციის ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.
ადგილობრივი პოლიციის განმარტებით, პრეზიდენტი იმ ბრალდებულთა შეწყალებისთვის დააპატიმრეს, რომელთა უმრავლესობას შესაფერისი რეკომენდაცია არ გააჩნდა.
გასულ წელს პრეზიდენტმა 96 ადამიანი შეიწყალა. სამართალდამცავი ორგანოები ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტი საშიშ კრიმინალებს თავისუფლებაზე გარკვეული თანხის სანაცვლოდ უშვებდა.