საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს და ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს ხვდება.
სავარაუდოდ, შეხვედრის მთავარი თემა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კობა დავითაშვილის საკითხია.
"მიმდინარე ჯანდაცვის საკითხებზე მივდივართ შეხვედრაზე. მე მაქვს რიგი საკითხებისა, რომლებიც გეგმიურად უნდა განვიხილოთ. რაც შეეხება კობა დავითაშვილის საკითხს, არ ვიცი დღეს ამაზე ვისაუბრებთ თუ არა", - განაცხადა სერგეენკომ შეხვედრის დაწყებამდე.