საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩის დევიდ მორანის განცხადებით, "ეს არჩევნები საქართველოს დემოკრატიისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია".
ამის შესახებ მორანმა ნაძალადევის რაიონის 25-ე საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"ამომრჩეველთა აქტიურობა გახლავთ დემოკრატიული პროცესის წინახაზი. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ამომრჩეველი ამას სერიოზულად მიუდგეს. ბრიტანეთს, აშშ-სა და ნიდერლანდებს საარჩევნო სტრუქტურების განსახვავებული ტრადიციები აქვთ, თუმცა დემოკრატიული ღირებულებებისკენ სწრაფვა აერთიანებთ. ეს არჩევნები საქართველოს დემოკრატიისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია და საერთაშორისო დამკვირვებლები მოხარულები ვართ, რომ ამ პროცესში ჩვენი წვლილი შეგვაქვს", - განაცხადა მორანმა.