აშშ-ის ელჩის საქართველოში რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, "არჩევნები ნორმალურ გარემოში ტარდება, რაც საქართველოს დემოკრატიული პროგრესის მნიშვნელოვანი ნიშანია".
ამის შესახებ ნორლანდმა ნაძალადევის რაიონის 25-ე საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნიშანი საქართველოს დემოკრატიული პროგრესისა. არჩევნები მშვიდობიან და ნორმალურ გარემოში ტარდება. ამ უბნის კომისიის თავმჯდომარემ გვითხრა, რომ არჩევნები ნორმალურად მიმდინარეობს, რაც პროცესის საუკეთესო დახასიათებაა. ვულოცავ, ყველა ამომრჩეველს, ვინც ამ მნიშვნელოვანი არჩევნების სერიაში მონაწილეობას იღებს. ასევე ვულოცავთ კანდიდატებს, რომლებმაც ასეთი მამაცი ნაბიჯი გადადგეს და ცდილობენ პოლიტიკურ ფიგურად უფრო აქტიური როლის თამაშს. რასაკვირველია, მხოლოდ ერთი მათგანი გახდება გამარჯვებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩევლები არჩვენებზე მოვიდნენ და გამოხატონ თავინთი ნება", - განაცხადა ნორლანდმა.