შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოების წარმომადგენლები აღნიშნული რეგიონების სხვადასხვა სოფლის რწმუნებულებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ე.წ. „ადმინისტრაციული საზღვრის" მიმდებარე სოფლებში არსებული სიტუაცია და ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობა, ასევე ოკუპირებული ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწების უსაფრთხო დამუშავების, ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებისა და ადამინის უფლებების დაცვის საკითხები განიხილეს.
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით სუჯაშვილმა სოფლების რწმუნებულებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრებზე განხილული საკითხები გააცნო.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები.