26 მაისს საქართველოს ყველა საკათედრო ქალაქში საზეიმო ზარები დაირეკება და სამადლობელი პარაკლისი აღევლინება.
ამის შესახებ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საორგანიზაციო კომისიის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ სამთავრისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ განაცხადა.
"საქართველოს ეკლესია 26 მაისის ყველა ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსგან გამიჯნულად, რადგან ამ დღეს სხვადასხვა საეკლესიო ღონისძიებაა დაგეგმილი, რამეთუ თავისუფლება ღვთისგან მონიჭებული ჯილდო და თვისებაა ადამიანისა, ეს არის კვირა დღეს, ღვთისმსახურების დღე. საზეიმო მსახურებას კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღასრულებს. საქართველოს ყველა საკათედრო ქალაქში იქნება დარეკილი საზეიმო ზარები და მასთან ერთად სამადლობელი პარაკლისის გადახდა მოხდება", - განაცხადა მიტროპოლიტმა ანდრიამ.