საგარეო საქმეთა სამინისტრო 26 მაისის ღონისძიებებში ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა , რომელიც 26 მაისის ღონისძიებებისადმი მიძღვნილი კომისიის შეხვედრას ესწრებოდა.
მაია ფანჯიკიძის განმარტებით, საზღვარგარეთ სადაც არის საქართველოს წარმომადგენლობა, შესაბამისი ღონისძიება გაიმართება.
"უმეტესობა ალბათ არ იქნება 26 მაისს, რადგან არ არის აუცილებელი საზღვარგარეთ ამ დღეს დაემთხვეს. ზოგან შეიძლება ივნისის დასაწყისშიც იყოს, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ელჩი არჩილ გეგეშიძე გამართავს პირველ ასეთ მიღებას, რომელსაც სავარაუდოდ, მე დავესწრები", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, 25 მაისიდან 10 ივნისამდე საქართველო თავის საელჩოებში და წარმომადგენლობებში ამ დღეს აღნიშნავს.
მინისტრის განმარტებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ღონისძიებების ფარგლებში ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისთვის მთავრობასთან და პარალამენტთან ერთად მიღებას გამართავს.