ვიცე-პრემიერის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საორგანიზაციო კომისიის მუშაობაში საპატრიარქოც ჩართულია.
როგორც მარგველაშვილმა დღეს ჟურნალისტებს კომისიის პირველი სხდომის დაწყებამდე განუცხადა, საპატრიარქოს ჩართვა ბუნებრივია, რადგან ეს არამხოლოდ მთავრობის ღონისძიება, არამედ საერთო ეროვნული დღესასწაულია.
"ეს არის პირველი შეხვედრა სადაც ძირითად პრინციპებზე მოხდება შეთანხმება, ძირითადი ხედვის ჩამოყალიბება, გადანაწილება საქმიანობა, თუ ვინ რა ფუნქციას შეასრულებს, აქედან გამომდინარე, ძირითად ჩარჩოზე დღეს ჩამოვაყალიბდებით, თუმცა ბუნებრივია, ყველაფერი დღეს არ იქნება გადაწყვეტილი. ბუნებრივია, 26 მაისი შინაარსით არის იგივე რაც აქამდე იყო, ეს არის ეროვნული სიამაყის დღესასწაული, რომელშიც ყველა ქართველი ვერთიანდებით, თუმცა ჩვენ ვიფიქრებთ, ახალ საინტერესო ფორმებზე, იქიდან გამომდინარე, რომ ახალი გუნდია ხელისუფლებაში და საზოგადოებისთვის ახალი გამოხატვის ფორმების ჩვენება გვინდა და კიდევ ერთხელ ხაზგასმა იმ ძირითადი ღირებულებების, რომელიც გვაქვს", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, მათი მიზანია, იმ ახალი პრიორიტეტების გამოკვეთა, რომელიც მათ პოლიტიკურ გუნდს აქვს კითხვაზე, ჩაიბარებს თუ არა 26 მაისის აღლუმს პრეზიდენტი, მარგველაშვილის თქმით, რა ფორმით იქნება ეს ამაზე მსჯელობა ახლა მიმდინარეობს.