ქუთაისის #2 დაწესებულებაში პატიმრის ნარკოტიკის ზედმეტი დოზით გარდაცვალებაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტრო დღეს განცხადებას გაავრცელებს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ირაკლი კორძაიამ განუცხადა.
ინტერპრესნიუსს" საუბრისას, მან გავრცელებული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.
"დაახლოებით 2 საათში სამინისტრო განცხადებას გაავრცელებს. მანამდე - ინფორმირებული არ ვარ. განცხადება 2 საათში გავრცელდება და 2 საათში ინფორმირებული ვიქნები", - განაცხადა ირაკლი კორძაიამ.
ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნარკოტიკის ზედმეტი დოზის შედეგად პატიმრის გარდაცვალებაზე ინფორმაციას სააგენტო newpress.ge აქვეყნებს. პორტალის ცნობით, გარდაცვლილი ე.წ. ციხის მაყურებელი იყო.
ამასთან, სააგენტო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ქუთაისის ციხეში ნარკოტიკული ნივთიერებების შეტანა თავისუფლად ხდება, რომელსაც ე.წ მაყურებლები იღებენ.