კობა დავითაშვილის უმრავლესობაში დარჩენის საკითხს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს კოალიციის წევრებთან ერთად გადაწყვეტს. ამის შესახებ ,,რუსთავი-2"-თან საუბარში პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
"კობა დავითაშვილს აქვს კითხვები და მას კიდევ ერთხელ მივცემთ საშუალებას მოისმინოს ჯანდაცვის მინისტრისგან პასუხები", - განაცხადა ხუნდაძემ და აღნიშნა, რომ მის საკითხს პრემიერი დღეს გადაწყვეტს.
შეგახსენებთ, რომ კოალიცია "ქართულ ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის გაღიზიანება ჯანდაცვის მინისტრისდამი გამოთქმულ პრეტენზიას მოჰყვა. კობა დავითაშვილმა დავით სერგეენკო სადაზღვევო კომპანიებთან შესაძლო გარიგებაში დაადანაშაულა.