სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა მოსკოვის მახლობლად, სოფელ რამენსკიში მდებარე ფსიქიატრიულ კლინიკაში გაჩენილი ხანძრის შემდეგ. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, დაღუპულთა უმრავლესობა კლინიკის პაციენტები იყვნენ. პოლიცია არ გამორიცხავს გარდაცვლილთა რიცხვის გაზრდას.
გავრცელებული ინფორმაციით, კლინიკაში ხანძრის დროს სულ 41 ადამიანი იმყოფებოდა.
ჯერჯერობით, უცნობია ხანძრის გაჩენის ნამდვილი მიზეზი. თუმცა, სავარაუდოდ, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება აღიძრა.