დღეს, 26 აპრილს 10:00 საათზე სასტუმრო „Tbilisi Marriot"-ში საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმი გაიმართება. ფორუმი საქართველო-უკრაინის სავაჭრო-ეკონომიკური საბჭოს, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, საპარტნიორო ფონდისა და უკრაინული კომპანია „Soft Rating Consult"-ის ორგანიზებით იმართება.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გახსნის. ფორუმში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა და საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები.
აღნიშნულ ფორუმს 50-მდე უკრაინული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. ისინი გაეცნობიან საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესის წარმოების შესაძლებლობებს.
უკრაინული ბიზნესდელეგაციის წევრები წარმოდგენილნი არიან ისეთი სექტორებიდან როგორებიცაა: საბანკო-საფინანსო,წარმოება, უძრავი ქონება, სოფლის მეურნეობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, საკონსულტაციო, ტრანსპორტო, ინფრასტრუქტურა და ა.შ.
გენერალური პარტნიორის კომპანია SAP-ის ორგანიზებით ფორუმის ფარგლებში ასევე გაიმართება პარალელური პანელური სესიები „SAP"-ის პროგრამებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების შესახებ.
ღონისძიების ფორმატი ასევე ითვალისწინებს და ორმხრივ შეხვედრებს ქართულ და უკრაინულ ბიზნესის წარმომადგენლებს შორის, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურიურთიერთობების გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას.