ლოპოტას სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდების ცხედრებს ექსჰუმაცია ახალი გამოძიების პირობებში ჩაუტარდება. ამ ინფორმაციას გარდაცვლილების ოჯახის წევრები ადასტურებენ.
ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის მამა გურამ ბაღაკაშვილი, რომელიც სოფელ დუისში ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალურად ავსტრიიდან ჩამოვიდა, დღეს აცხადებს, რომ მათი ტრადიციის მიუხედავად, გვამებისთვის ექსპერტიზის ჩატარებას ყველა გარდაცვლილის ოჯახი თანხმდება.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ისინი კონტრდაზვერვის წარმომადგენლებმა უკვე დაკითხეს. როდის იგეგმება ექსპერტიზის ჩატარება, ჯერჯერობით უცნობია.