ე.წ. სამხრეთ ოსეთის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს მიერ "2008 წელს ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე სისხლის სამართლი საქმე აღძრა". ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო სააგენტო იუწყება.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის გენ.პროკურორის მერაბ ჩიგოევის განცხადებით, გასული კვირის განმავლობაში პროკურატურამ შეისწავლა 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მხრიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის საქმეები, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი დანაშაულები.
"ეს დანაშაულებია მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა და დაშავება, რაც ჩვენმა მოსახლეობამ აგრესიის დროს მიიღეს, ასევე უზარმაზარი მატერიალური ზარალი, რომელიც ჩვენს რესპუბლიკას მიადგა, კერძოდ, საცხოვრებელ სექტორს, გადაიწვა რამდენიმე ასეული საცხოვრებელი სახლი, განადგურდა რამდენიმე ათეული საცხოვრებელი კორპუსი", - განაცხადა ჩიგოევმა.