26 მაისი იქნება დიდი ეროვნული ზეიმი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მაგველაშვილმა განუცხადა.
"ეს იქნება დიდი ეროვნული ზეიმი, რომელშიც მთავარი და წამმართველი იქნება ის, რომ მთელი საქართველო ვზეიმობთ ერთად ამ დიდი სიამაყის დღეს, ამაში იქნება ჩართული ყველა. ეს იქნება დიდი თანხმობისა და ზეიმის დღე", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე დეტალების ზუსტდება და კონკრეტულად ვერაფერს იტყვის.
განათლების მინისტრი და ვიცე პრემიერი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს 26 მაისის ღონისძიებებისადმი მიძღვნილ კომისიას, რომელიც პრემიერ-მინისტრის ბრძანებულებით შეიქმნა.