შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში - ,,არასრუწლოვნები საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში" - ჩაერთო. დღეს სასტუმრო „თბილისი მერიოტში" შსს-ს ადმინისტრაციის უფროსმა თამარ ტალიაშვილმა ამ თემასთან დაკავშირებით თავის მოხსენებაში არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.
მრგვალ მაგიდაზე განიხილეს არასრულწლოვანთა დაცვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების პერსპექტივები.