"საქართველოს ბანკის" საინკასაციო სამსახურის თანამშრომლები გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ. საინკასაციო სამსახურის წარმომადგენლებმა დღეს აქცია ბანკის სათაო ოფისთან გამართეს.
როგორც მათმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, პროტესტის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ "საქართველოს ბანკის" საინკასაციო თანამშრომლებმა მიიღეს ცნობა ბანკის მიერ რეორგანიზაციის დაგეგმვის შესახებ, რეორგანზიაციის დასრულების შემდეგ კი, სამუშაოს მოცულობის გაზრდა და ანაზღაურების მნიშვნელოვანი შემცირება ემუქრებათ. მისივე თქმით, თუ ინკასაციის სამსაუხრის თანამშრომლები პირობებს არ დათანხმდებიან, მათ სამსახურის დატოვება მოუწევთ.
ინკასაციის სამსახურის წარმომადგენლები მოითხოვენ, შენარჩუნდეს არსებული პირობები და არ მოხდეს მათი შრომითი პირობების შეცვლა. მათივე თქმით, ჯერჯერობით მათთვის რაიმე შეთავაზებას ადგილი არ ჰქონია, ასევე ადგილი არ ჰქონია დაცვის სამსახურში მათ გადასვლასთან დაკავშირებულ შეთავაზებას, თუმცა შეთავაზების მიღების შემთხვევაში მათი შრომითი პრიობები გაუარესდება და ანაზღაურებაც შემცირდება.
"ვაპირებთ გაფიცვის გაგრძელებას, ვიდრე ბანკის ხელმძღვანელობა გონს არ მოეგება და ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენს", - განაცხადა ადვოკატმა.
მისივე ინფორმაციით, დღეს აქციაზე დაახლოებით 80-მდე ადამაინი იმყოფება, მათ შორის არიან თბილისის, ბათუმის და ქუთაისის ინკასაციის სამსახურის წარმომადგენლები.