თბილისში, პეკინის #16-ში მცხოვრებ მობინადრეებს საფრთხე არ ემუქრებათ. ამ დილით პეკინის #16-ის საცხოვრებელი კორპუსის ფასადიდან ნალესი ჩამოიშალა.
შემთხვევის ადგილზე საბურთალოს რაიონის გამგეობის წარმომადგენლები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე მაკა გიგაურმა განუცხადა, საცხოვრებელი კორპუსის ფასადიდან ნალესი ჩამოიშალა, თუმცა მაცხოვრებლებს საფრთხე არ ემუქრებათ.