დედოფლისწყაროს რაიონში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის ალეკო მინდიაშვილს ფეხი დაუცდა და მდინარე ალაზანში ჩავარდა. სამძებრო სამუშაოებს მეორე დღეა ქართველ და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებთან ერთად კახეთის სამაშველო სამსახურიც აწარმოებს. ქართველი მესაზღვრის ძებნა მაშველებმა დღეს დილიდან განაახლეს.
"სავარაუდოდ, დაკარგულია ჩვენი სექტორის მესაზღვრე ალეკო მინდიაშვილი. ჯერჯერობით, მიზეზები უცნობია. ის თავისუფალ დროს იმყოფებოდა ალაზნის მიმდებარე ტერიტორიაზე", - აცხადებს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი არსენ გიგაური.