27 აპრილიდან ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი .
როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის თანამშრომელმა სვეტლანა ნიორაძემ აცნობა, დღეიდან მთელს საქართველოში გამოიდარებს და დათბება. თუმცა ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია 26 აპრილს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში.
27 აპრილიდან უნალექო ამინდები 3 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. შესაბამისად, ჰაერის ტემპერატურა ქვეყანაში 28 აპრილიდან მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში საშუალო ტემპერატურა 29 გრადუსი; აღმოსავლეთ საქართველოში _ 22, ხოლო თბილისში 22-23 გრადუსი იქნება.