პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრო ბარნოვის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ორი დაუდგენელი პირი შეიპარა. ისინი ვერცხლისფერი მანქანით მოძრაობდნენ და ისარგებლეს იმ შესასვლელით, რომლითაც მხოლოდ პრეზიდენტი, პრემიერი და პატრიარქი სარგებლობენ.
ბარნოვის განცხადებით, შენობაში მათ დაახლოებით 20 წუთი დაჰყვეს. ისინი ე.წ. სვიჩრუმში და სასერვერო ოთახში იმყოფებოდნენ, სადაც არსებობს ინფორმაცია შიდა საკომუნიკაციო ქსელის შესახებ. ბარნოვის თქმით, დაცვას არ ჰქონდა იმის უფლება, რომ ეს პირები სასახლეში შეეშვა. ბარნოვის განცხადებით, ამ ფაქტის დამადასტურებელი ვიდეომასალა არსებობს.