მიხეილ სააკაშვილი მმართველ გუნდს "საერთო სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში რამდენიმე ფუნდამენტური საკითხის გადახედვას და შესაბამის ალტერნატიულ საკანონმდებლო წინადადებას სთვაზობს.
მიხეილ სააკაშვილი კანონმდებლებისგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილების შეცვლას, საბჭოში მოსამართლეთა არჩევასთან დაკავშირებული შეზღუდვის კორექტირებას, ასევე პარლამენტის მიერ ასარჩევ წევრთა არჩევის განსხვავებული წესის შემოღებას ითხოვს. გარდა ამისა, სააკაშვილი საბჭოში ერთი წევრის პრეზიდენტის მიერ არჩევის საკანონმდებლო წინადადებით გამოდის.
ამ ყველაფერს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში გადაგზავნილი შენიშვნები ითვალისწინებს, რომელიც შეგიძლიათ "ინტერპრესნიუსის" გვერდზე იხილოთ.