ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი ბოსტონში მომხდარი აფეთქების შესახებ სერიოზული ინფორმაციის მქონე ადამიანებს ურჩევს, ეს ინფორმაცია გამოძიებას მიაწოდონ.
როგორც რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს რუსულ გამოცემა "იზვესტიაში" გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით განუცხადა, სტატიაში დაფიქსირებულ ფაქტებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
"ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა სამი უდანაშაულო სპორტსმენი და დაიჭრა ასობით ადამიანი. ამ ფაქტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარეობს ძალიან სერიოზული გამოძიება, რომელშიც ჩართულია საერთაშორისო თანამშრომლობა. თუ ვინმეს აქვს რაიმე სერიოზული ინფორმაცია, ვფიქრობ, ის უნდა წარუდგინონ გამოძიებაში ჩართულ სტრუქტურებს, რათა პროცესს ხელი შეუწყონ", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
რუსულმა გამოცემა "იზვესტიამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოსტონის ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მომწყობი ტამერლან ცარნაევი, საქართველოსა და ამერიკული მხარის თანამშრომლობით ქართველმა სპეცსამსახურებმა გაწვრთნეს.