რადიო "პალიტრის" (FM 103,9) გადაცემა "პროვოკატორის" ეთერში გოგა ხაინდრავამ "ნაციონალური მოძრაობის" 19 აპრილის აქციასთან დაკავშირებით სკანდალური კომენტარი გააკეთა.
ხაინდრავამ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ მხარდამჭერზე ისაუბრა, რომელიც ტრიბუნაზე აქტიურად ჩანდა პარტიის ლიდერების გვერდით. "ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ სააკაშვილი "ანჟელას" დასახელებას აპირებდა საპრეზიდენტო კანდიდატად, რომელიც ე.წ. "ქათმების ბრიგადირი" იყო ციხეში. პრინციპში, ეს ნაბიჯი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მოსალოდნელიც იქნებოდა. ასეთია მათი ზნე" - აღნიშნა ხაინდრავამ.