საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრისა და, ზოგადად, ქართული დელეგაციის სტრასბურგში ვიზიტს "უკიდურესად წარმატებულად" აფასებს. მისივე თქმით, "ამის შემხედვარე "ნაციონალურ მოძრაობას" ისღა დარჩენია, ისტრიკები ატეხონ ხოლმე".
"ჩვენი ევროპელი კოლეგები სხვადასხვა უწყებებიდან, მათ შორის ევროპის საბჭოდან, ვენეციის კომისიიდან, ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოდან, სხვადასხვა დელეგაციებიდან არიან მონდომებულნი და ენთუზიაზმით სავსე, რომ ახალ ხელისუფლებასთან, პრემიერ-მინისტრთან თანამშრომლობა გააგრძელონ და უფრო უკეთესი და სასურველი შედეგი მივიღოთ. ამის შემხედვარე "ნაციონალურ მოძრაობას" ისღა დარჩენია, ისტერიკები ატეხოს ხოლმე. თუ ეს მათი არჩევანია, მათ აქვთ სიტყვის თავისუფლება, მათ შორის არასწორი სიტყვის თავისუფლება", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.