შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული 1–ლი სამმართველოს და სასაზღვრო პოლიციის მე–2 სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1960 წელს დაბადებული თეზებეი კ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის მცდელობისთვის ახალციხის რაიონის სოფელ კარტახში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული უზბეკეთის მოქალაქეების: 1966 წელს დაბადებული მოვლუდა ნ–ს, 1981 წელს დაბადებული ზუხრა ტ–ს და 1957 წელს დაბადებული აზოდა კ–ს საქართველოს საზღვარზე უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19–344–ე პრიმა მუხლის (საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობა) მე–2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 5–დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შსს–ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული 1–ლი სამმართველო აწარმოებს.