შიდა ქართლს ახალი გუბერნატორი ჰყავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახლადდანიშნულმა უფროსმა ანდრო ბარნოვმა გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ახალი გუბერნატორი - ზურაბ ჩხეიძე წარუდგინა. ბარნოვის განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ ჩხეიძე თავს კარგად გაართმევს დაკისრებულ მოვალეობას და იმ კურსს გააგრძელებს, რომელიც რეგიონში ანდრო ბარნოვის გუბერნატორობის დროს ხორციელდებოდა.
"ეს არ უნდა იყოს მხოლოდ თანაცხოვრება, ეს უნდა იყოს ნორმალური თანამშრომლობა", - აცხადებს ბარნოვი ახალდანიშნული გუბერნატორისა და რეგიონში არსებული მუნიციპალიტეტების ურთიერთთანამშრომლობაზე.
ზურაბ ჩხეიძე 38 წლისაა. იგი სხვადასხვა დროს საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებში, შემდგომ კი საჯარო სამსახურებში მუშაობდა.
ზურაბ ჩხეიძეს ბოლო სამი წლის განმავლობაში შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის პოსტი ეკავა.