თავდაცვის მინისტრი ირაკლი ლასანია მიიჩნევს, რომ აგვისტოს ომი უკვე შეფასებულია და ეს იყო რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ, - ამის შესახებ ალასანიამ გუშინ რუსთავში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20% და ხელისუფლების ამოცანაა, დიპლომატიით, საერთო ძალისხმევით მთავრობამ მოახერხოს, რომ ტერიტორია გაწმინდოს უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალებისაგან.
"ამას სჭირდება პრაგმატიზმი, ამას სჭირდება ძალიან წინდახედული საგარეო პოლიტიკა, სჭირდება შეიარაღებული ძალები, სჭირდება ჩვენი სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროპულ სივრცეში", - აღნიშნა ირაკლი ალსანიამ, რომელიც რუსთავში, აგვისტოს ომში დაღუპული ვახტან გზირიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.