საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლას მნიშვნელოვანს უწოდებს. როგორც ალასანიამ გუშინ, რუსთავში, ჟურნალისტებს განუცხადა, ეს იყო გამოსვლა, რომელმაც პირველი წყაროდან მიაწოდა ინფორმაცია ევროპარლამენტარებს საქართველოში მიმდინარე იმ დიდ ცვლილებაზე, რაც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოხდა.
"ძალიან მიხარია, რომ ასეთი წარმატებული იყო მთავრობის თავმჯდომარის ვიზიტი. დარწმუნებული ვარ, დღეიდან თვისობრივად შეიცვლება რეალობის აღქმა ევროპაში საქართველოს მიმართულებით. ევროპარლამენტი და ჩვენი პარტნიორი ქვეყნები საქართველოს ევროპაში გაწევრიანებას მხარს უჭერენ. რაც მთავარია, ეს შეეხიდება ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რომ გავხდეთ ევროპის და ნატოს წევრი", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.