პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ლანჩზე PACE-ში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ალექსეი პუშკოვი დაპატიჟა.
ამის შესახებ "პირWელს" საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა განუცხადა.
ამასთან, კანდელაკმა აღნიშნული სოციალურ ქსელ ფაცებოოკ-ის საკუთარ გევრდზეც დაწერა.
"ახლა ზუსტად დავადგინე, რომ საკუთარ ლანჩზე, რომელზეც ოპოზიციის წევრებს გვეკუთვნოდა დასწრება (და გუშინ დეპუტატი თინა ხიდაშელი დაგვპირდა, რომ აუცილებლად ვიქნებოდით, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ ვიყავით) პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ალექსეი პუშკოვი დაპატიჟა. არადა, თედო ჯაფარიძეც კი ფრთხილობდა მასთან შეხვედრას. რა ჰქვია ეხლა ამას?!", - წერს კანდელაკი.