საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ჯანი ბუკიკიოს და ვენეციის კომისიის მდივანს ტომას მარკერტს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთ თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანი ბუკიკიომ აღნიშნა, რომ ვენეციის კომისია დადებითად აფასებს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში მიღებულ ცვლილებებს.