საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას შეფასებით, "პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობა მოთმინებით, გააზრებული და ბრძნული პოლიტიკით უნდა დალაგდეს".
ასე გამოეხმაურა ბესელია ევროპის საბჭის საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ გამოსვლას.
"პრემიერ-მინისტრმა განაცხადა იმის თაობაზე, რომ ძალის პოლიტიკა გამოირიცხება, დრო სჭირდება, მაგრამ მოთმინებით, გააზრებული და ბრძნული პოლიტიკით ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობა უნდა დალაგდეს, რათა საქართველომ დეოკუპაციის პროცესი დაამთავროს და ტერიტორია გამთლიანდეს. სამართლიან გარემოში, სადაც ადამიანის უფლებები იქნება დაცული და სადაც ეკონომიკა ძლიერი იქნება, რა თქმა უნდა, აფხაზებისა და ოსებისთვისაც ეს სივრცე გაცილებით ორგანული იქნება", - განაცხადა ბესელიამ.