საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის შეფასებით, "კითხვების ძალიან ფართო სპექტრი იყო და ყველა მათგანი დაისვა".
ასე გამოეხმაურა ხიდაშელი ევროპის საბჭის საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი გამოსვლას:
"ძალიან ფართო სპექტრი იყო კითხვების და ყველა კითხვა დაისვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმის ჩათვლით, რომ ბოლოში პოლონელი დეპუტატისგან ძალიან ეგზოტიკური კითხვა მივიღეთ, რომელმაც უთხრა, რომ სააკაშვილი არ გიყვარს და პუტინი გიყვარსო. ძალიან კარგია, რომ ეს კითხვა დაისვა, რადგან ბოლომდე უნდა გამოჩნდეს იმ ძალიან პატარა, მაგრამ კონკრეტული ადამიანების ჯგუფის აბსოლუტური არაადექვატურობა, რომლებიც ამ დარბაზში იყვნენ. ვფიქრობ, რომ ეს ყოველგვარ ეტიკეტსა და დიპლომატიას სცილდება, როდესაც მეორე ქვეყნის ხელმძღვანელს ელაპარაკები", - განაცხადა ხიდაშელმა.