საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ზონის ფუნქცია, გაიზარდოს.
ამის შესახებ ივანიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას კითხვის – "დგება თუ არა ენერგეტიკული განვითარების არსებული პოლიტიკა კითხვის ნიშნის ქვეშ", საპასუხოდ განაცხადა.
"რაც შეეხება ენერგეტიკას, ეს ყველაზე მიმზიდველი სექტორია ინვესტორებისთვის. ენერგეტიკული დამოუკიდებლობა უსაფრთხოების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, ჰესების მშენებლობა დღეს საქართველოში მიმდინარეობს და ალბათ, გაგრძელდება მომავალშიც; თუ თქვენ მხედველობაში გაქვთ, რომ საქართველოში გადის სანავთობო გაზის გაზსადენი მილები, მომავალში, ამ მხრივ, ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას მეზობლებთან, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ფუნქცია, როგორც სატრანზიტო ზონის, გაიზარდოს, რამეთუ ეს ეკონომიკას ძალიან წაადგება და ეს ძალიან კარგი იქნება ევროპისთვისაც და მსოფლიოსთვისაც", - განაცხადა ივანიშვილმა.