ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა.
პრემიერის პრესამსახურის ინფორმაციით,შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.
მხარეებმა, სხვადასხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსეული ვითარების შესახებ იმსჯელეს.
ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შხვედრას იუსტიცის მინისტრი თეა წულუკიანიც ესწრებოდა.
პირისპირ შეხვედრამდე მხარეებმა ევროპის სასახლეში გაფართოებული შეხვედრაც გამართეს, რომელსაც ქართული დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ.