Apple-ის ტოპ-მენეჯერმა გენერალური დირექტორის, ტიმ კუკის შემცვლელის ძებნა დაიწყო. მიზეზი კი კორპორაციის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა და აქციების ვარდნაა. მხოლოდ უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში, კომპანიამ 300 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადა, ხოლო აქციები ორჯერ გაიაფდა. თავად კუკი აღელვების მიზეზს ვერ ხედავს.
მიუხედავად ამისა, კორპორაციის დანაკარგებს „შოკისმომგვრელად" აფასებენ. ამის შესახებ ჟურნალი „ფორბსი" წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ სიტუაციის გამოსწორებას ანალიტიკოსები ვერ ვარაუდობენ. „ეფლის" მდგომარეობას ვერც iPhone-ის გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი აუმჯობესებს, რომელიც უკვე დიდ კონკურენციას განიცდის.
კულუარული ინფორმაციით, ტოპ-მენეჯმენტი ტიმ კუკს პოლიტიკის გადახედვას სთხოვს. „ყველაფრიდან ჩანს, რომ ის სტივ ჯობსი არ არის" - აცხადებენ ექსპერტები. ისინი იმასაც სამართლიანად აღნიშნავენ, რომ iPhone 5-მა მოლოდინი დიდად ვერ გაამართლა. კომპანიას რეალურად ახალი პროდუქტი 2011 წლის აპრილის მერე აღარ წარმოუდგენია. ტიმ კუკი „ეფლს" 2011 წლის ოქტომბერში, სტივ ჯობსის გარდაცვალების შემდეგ ჩაუდგა.