საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, "არანაირი დაპირისპირება, არანაირი გუნდიდან გამიჯვნა, არანაირი პარტიიდან წასვლა არ არის".
ამის შესახებ მანჯგალაძემ შიდა ქართლის გუბერნატორის ანდრო ბარნოვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნისა და დავით ტყეშელაშვილის აშშ-ში გამგზავრების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.
"ვადასტურებ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ანდრო ბარნოვი დაინიშნა. რაც შეეხება ბატონ დავით ტყეშელაშვილს, ის მუშაობას განაგრძობს ერთ-ერთი პრესტიჟული ამერიკული უნივერსიტეტის იურიდიულ სკოლასთან არსებულ საერთაშორისო და შედარებითი სამართლის ცენტრის დირექტორად. ამ ინფორმაციის შესახებ ვიცოდი ჯერ კიდევ 2012 წლის გაზაფხულზე. ნებისმიერ შემთხვევაში, გადაწყვეტილება ამის თაობაზე მიღებული იყო, როგორ შედეგებით დასრულდებოდა ოქტომბრის არჩევნები. არანაირი დაპირისპირება, არანაირი გუნდიდან გამიჯვნა, არანაირი პარტიიდან წასვლა, აქ არანაირი არაფერი არ არის", - განაცხადა მანჯგალაძემ.