ნეტგაზეთის ინფორმაციით, შპს "ჯორჯიან მანგანეზი", რომელიც საქართველოში სამ უმსხვილეს საწარმოს - "ზესტაფონის ფეროშენადნდობთა ქარხანას", "ჭიათურმანგანუმსა" და "ვარციხე ჰესების კასკადს" ფლობს, გაიყიდა. კომპანიის ახალი მფლობელი შპს "ჯორჯიან ამერიქენ ელოიზია". როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, შპს "ჯორჯიან მანგანეზის" მფლობელმა შპს "გ.მ. ჯორჯიან მანგანეზ ჰოლდინგ ლიმითედმა" წილის შპს "ჯორჯიან ამერიქენ ელოიზ"-ზე გასხვისება 2013 წლის 21 მარტს განახორციელა.
თუმცა კომპანიის დირექტორად კვლავაც ვლოდიმირ ლოზინსკი რჩება. "ჯორჯიან ამერიქენ ელოიზი" არის ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, მაიამიში.
კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის ფეროშენადნობს, რომელსაც გამოიყენებს რკინის წარმოებისთვის მისი შვილობილი კომპანიები - Felman Production, LLC (“Felman Production”), Felman Trading, Inc. (“Felman Trading”) და CC Metals & Alloys, LLC (“CCMA”), რომლებიც განთავსებულია აშშ-ში."ჯორჯიან მანგანეზს" საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ 2007 წლის დასაწყისში მიყიდა ჭიათურმანგანუმი, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და ვარციხეჰესი 112 მილიონ დოლარად.