საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. წმინდა სინოდის წევრი მღვდელმთავრები ჟურნალისტებთან საუბრისას არ აკონკრეტებენ, რა საკითხებთან დაკავშირებით იმართება წმინდა სინოდის მორიგი სხდომა.
მათივე ინფორმაციით, დღის წესრიგს სრულიად საქრთველოს კათოლიკოს-პატრიარქი სხდომის დასაწყისში წარადგენს.
ამასთან, არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, სინოდმა ტაო-კლარჯეთში ქართული ტაძრების მდგომარეობისა და ID ბარათების თემაზეც იმსჯელოს.
წმინდა სინოდის სხდომა წელიწადში ორჯერ იმართება, ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში და წლის ბოლოს დეკემბერში.