თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე–2 განყოფილების თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული ირაკლი ღ. და 1984 წელს დაბადებული ლევან ვ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ბრალდებულები კაზინო „შანგრილა“–ს ტერიტორიაზე დააკავეს. ლევან ვ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 205 აბი ნარკოტიკული საშუალება ”ექსტაზი“ ამოიღეს. ირაკლი ღ-ს პირადი ჩხრეკისას კი 15 აბი იგივე ნარკოტიკული საშუალება, ხოლო მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „მაკაროვი“–ს ტიპის პისტოლეტი 1 მჭიდითა და 8 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს.
ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ორივე ბრალდებული დაკავების მომენტში ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება ირაკლი ღ-ს მიმართ საქართველოს სსკ ის 260–ე მუხლის 1–ლი ნაწილით (ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა–შენახვა) და 236–ე მუხლის 1–ლი ნაწილით (ცეცხლსასაროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვა), ხოლო ლევან ვ-მიმართ 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა–შენახვა) „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. გამოძიებას თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველო აწარმოებს.