50-მდე წიგნის მაღაზიაში დღეს წიგნები არ გაიყიდება

50-მდე წიგნის მაღაზიაში დღეს წიგნები არ გაიყიდება

საქართველოს მასშტაბით 50-მდე წიგნის მაღაზიაში დღეს, წიგნის დღესთან დაკავშირებით წიგნები არ გაიყიდება, - ამის შესახებ გუშინ , გამომცემლობების - "დიოგენეს", "ინტელექტის" და "ლოგოსპრესის" ხელმძღვანელებმა განაცხადეს.

"დიოგენეს" ხელმძღვანელის, თამარ ლებანიძის თქმით, აქციის მთავარი მიზანი იქნება გამომცემლებებზე საზოგადოების ყურადღების მიქცევა. "წიგნის დღესთან დაკავშირებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით სადღესასწაული განწყობა იყო. წინა წლებში ჩვენც მომხმარებელს სხვადასხვა სახის აქციებს ვთავაზობდით, თუმცა ხვალ ასე არ იქნება", - აღნიშნა გუშინ თამარ ლებანიძემ.
მისივე თქმით, აქცია მხოლოდ ერთ დღეს გასტანს. ლებანიძემ თავი შეიკავა იმ მაღაზიების დასახელებისგან, რომლებიც აქციაში მიღებენ მონაწილეობას, რადგან მისი განმარტებით, ამ მაღაზიებზე შესაძლოა ზეწოლა განხორციელდეს.

გამომცემლებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება უფასო სახელმძღვანელოების დარიგებასთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ სამინისტროს ეს გადაწყვეტილება არასწორია.


გამომცემლობა "ლოგოსპრესის" ხელმძღვანელის, ლაშა ბერაიას განცხადებით, გამომცემლებს სოლიდარობა უკვე გამოუცხადეს მწერლება და მეცნიერებმა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ განათლების სამინისტრო მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, გამომცემლები სამართლებრივად ბრძოლას აპირებენ.