საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს , დღეს ევროსაბჭოში სიტყვით გამოვა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროსაბჭოს დეპუტატები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ადგილობრივი დროით 12.00 საათზე მოუსმენენ. მიმართვის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების შეკითხვებს უპასუხებს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის გარდა, ვიზიტის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი ორმხრივ შეხვედრებსაც მართავს. სტრასბურგში ვიზიტის დროს დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან.
ბიძინა ივანიშვილი სტრასბურგს 24 აპრილს დატოვებს.