მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე ტელე-რადიო "პალიტრის" გადაცემა "აქ და ახლას" სტუმრობდა.
მსახიობმა სხვა საკითხებთან ერთად, იმ პოლიტიკურ ბრძოლაზე ისაუბრა, რომელშიც მოქალაქეობრივი პოზიციით "ქართულ ოცნებასთან" ერთად ჩაერთო.
მისივე თქმით, დასაფასებელია ბიძინა ივანიშვილის პოზიცია, რომელიც პოლიტიკაში დიდხანს დარჩენას არ აპირებს და მოღვაწეობას საზოგადოებრივ ასპარეზზე გააგრძელებს. "ამ დროს ველოდები, როცა ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკვე სამოქალაქო საზოგადოებაში" - დასძინა ჭანკვეტაძემ.
რაც შეეხება მსმენელის შეკითხვას, აპირებს თუ არა კოჰაბიტაციაში ყოფნას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან და მათ მხარდამჭერებთან, მსახიობის თქმით, მას არ შეუძლია უზნეო და ამორალურ ადამიანებთან კოჰაბიტაცია; ასე რომ, ამ საკითხს არც განიხილავს.