ქართველმა სპეციალისტებმა იშხანთან დაკავშირებით რეკომენდაციებზე მუშაობა დაასრულეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ქართულმა დელეგაციამ მოამზადა რეკომენდაციები, რომელიც ყველა პროცედურის დაცვით ოფიციალურ ანკარაში იქნება გადაგზავნილი. ამ ეტაპზე იშხნის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოებში უკვე ჩართულნი არიან ადგილობრივი არქეოლოგები და ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაობის პროცესი გარკვეულწილად სიძველეთა დაცვის შესაბამის ჩარჩოებშია მოქცეული.
აღნიშნულ საკითხზე ხვალ, 14:00 საათზე, სამინისტროში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე, იშხნის სამონასტრო კომპლექსში მყოფი ოფიციალური დელეგაციის წევრები და დარგის სპეციალისტები პრესკონფერენციას გამართავენ.