საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ნილს მუჟნიევსთან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში გაიმართა.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს აქტიური თანამშრომლობისთვის და იმ პრინციპული პოზიციისთვის, რომელიც მან საქართველოში პატიმართა მიმართ გამოაშკარავებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით გამოიჩინა.
სხვადასხვა საკითხებს შორის, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ობიექტური ინფორმაციის მომზადების თემას.
შეხვედრას ქართული დელეგაციის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ.